სამოქალაქო მოძრაობის მიმართვები
საქართველოს მოქალაქენო!
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო იქცა სცენად, სადაც დაიდგა არაერთი ტრაგიკული დრამა და ეს ხდებოდა ჩვენივე ოვაციებით, შეძახილებით, წაქეზებით, მხარდაჭერით, გულგრილობით, დუმილით, პროცესების თვითდინებაზე მიშვებით. დღეს კი ამის სავალალო შედეგს ვიმკით და კიდევ დიდხანს მოიმკიან ჩვენი შთამომავლები.
ამიტომ დღევანდელ ყოფაში ჩავარდნისათვის ნუ ვემდურით მარტო უხეირო ხელისუფლებებს, ოპოზიციას თუ მტრულად განწყობილ ქვეყნებს.
ამის მიზეზები, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში ვეძიოთ.
რა მოვიმოქმედეთ იმისათვის, რომ ამ დღეში არ ჩავვარდნილიყავით?! - თითქმის არაფერი.
თუ ვისწავლეთ რაიმე განვლილი მწარე გაკვეთილებიდან?! - ძალიან ცოტა.
.
ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც იმის მოლოდინშია, რომ მოვა უკეთესი ხელისუფლება და მოუტანს ბედნიერ ცხოვრებას, აუსრულებს ოცნებებს. დროა გავაცნობიეროთ, რომ კარგი ხელისუფლება თავისით არასოდეს არ მოვა, იგი ჩვენ უნდა შევქმნათ, საქართველოს
მოქალაქეებმა.
.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოება, ანალიზს ვუკეთებთ რა ახლო წარსულში ჩვენს ქვეყანაში განვლილ და დღეს მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, ვგრძნობთ რა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეებს როგორც არჩევნების წინა, ისე არჩევნების შემდგომ პერიოდში, ვიწყებთ სამოქალაქო მოძრაობას კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად:
1. რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია თავისი უნარის, ცოდნის, გამოცდილების, შესაძლებლებლობის ფარგლებში უნდა ჩაერთოს საქართველოს სამოქალაქო მოძრაობაში, იპოვოს მისი როლი, ფუნქცია, ადგილი ამ მოძრაობაში და თავისი
წვლილი შეიტანოს ქვეყნისა და საზოგადოების წარმატებულ წინსვლაში;
2. უნდა შეიქმნას დღეს არსებული მდგომარეობის რეალური სურათი, დავსახოთ მომავალი განვითარების გზები;
6. უნდა შევიმუშაოთ და ავამოქმედოთ ისეთი სისტემა და მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ხელისუფლებაში კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ეროვნული ცნობიერების მქონე პიროვნებების მოსვლას;
7. სამოქალაქო მოძრაობამ მუდმივი საზოგადოებრივი კონტროლი უნდა გაუწიოს ახალ ხელისუფლებას, რათა არ მისცეს მას იმგვარი გადაცდომების საშუალება, რისი მოწმენიც ვიყავით უახლოეს წარსულში და ვართ დღესაც.
ძვირფასო თანამოქალაქენო,
ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამშობლო, ღირსება, ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესები, სამართლიანობა, ვიკისროთ პასუხისმგებლობა როგორც დღევანდელობის, ისე მომავლის წინაშე და გავერთიანდეთ სამოქალაქო მოძრაობაში!
ლოდინის დრო აღარაა,
დღეს აქტიური მოქმედების დროა!
2012 წლის აგვისტო

მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს
უკანასკნელ დღეებში გახმაურებული, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი ამაზრზენი ფაქტები არაა ცალკეული პიროვნებების დანაშაული, ეს იმ სისტემის დანაშაულია, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ ასეთივე სისტემური დანაშაულის ფაქტები არსებობს ნებისმიერ სფეროში, რისი საააშკარაოზე გამოტანაც აუცილებელია. სამოქალაქო მოძრაობის ინიციატივით ფუნქციონირებას იწყებს საზოგადოებრივი კომისიები, რომლებიც შეისწავლის სხვადასხვა სფეროში მომხდარ ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას, რითაც ზიანი მიადგა ქვეყანას, საზოგადოებას, ცალკეულ ოჯახს თუ პიროვნებას.
მოგიწოდებთ მოქალაქეებს, ვისაც თავად ან თქვენს ახლობელს გადახდენია უბედურება სახელისუფლებო სტრუქტურების ან ცალკეულ ხელისუფალთაგან, დაგვიკავშირდით, მოგვაწოდეთ ნებისმიერი სახის ობიექტური ინფორმაცია: წერილობითი, ფოტო, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, მოგვიყევით თავსგადახდენილი.
ნუ მოგერიდებათ, სწორედ საზოგადოების დუმილმა და თვალის არიდებამ გაათავხედათ ისინი ამ დონემდე. დანაშაულის დაფარვა დღეს ქვეყნისა და მომავლის წინაშე ღალატის ტოლფასია, ნურაფერს დამალავთ, ნუ გახდებით ამ ბოროტების რეჟიმის თანამზრახველი. საჭიროების შემთხვევაში კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

მიმართვა მედია საშუალებებს
საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში დაწყებულია საზოგადოებრივი კომისიების ფორმირება, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა როგორც ფორმირების პროცესში, ისე მის შემდგომ მუშაობაში. კომისიები მუშაობს თვითორგანიზებით. სამოქალაქო მოძრაობის როლი გამოიხატება საორგანიზაციო სამუშაოს გაწევაში.
ამასთანავე აუცილებლად მიგვაჩნია ერთი კომისიის შექმნა მედიაზე ზეწოლის, შეზღუდვის, წართმევის და სხვა ფაქტების შესწავლასთან დაკავშირებით.
ცალკეულ მედია საშუალებებში მრავალგზის გახმოვანდა სხვადასხვა დანაშაულების ფაქტები, უფრო მეტი წინ გველის.
ჩვენს წინაშე დგას სამი კონკრეტული ამოცანა: 1. თავი მოვუყაროთ სხვადასხვა მედია საშულებების მიერ გახმაურებულ ხელისუფალთა დანაშაულებრივ ფაქტებს და სისტემაში მოვიყვანოთ; 2. მოვიძიოთ ახალი მასალები და საჯარო გავხადოთ. 3. მოქალაქეებამდე მივიტანოთ ინფორმაცია წამოწყებული ღონისძიების შესახებ, რომ გამოვიწვიოთ მათი აქტიურობა.
გთხოვთ აქტიურ მონაწილეობას და თანადგომას ამ პროცესში. ჩვენ დღეს ერთმანეთს ვჭირდებით, ხოლო ჩვენს მიერ ერთობლივად გაკეთებული საქმე - ქვეყანას.

მიმართვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ექსპერტებს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს!
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ დღეებში გახმაურებული, დღევანდელი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ბევრი თქვენგანისათვის ცნობილი იყო, დადგა მომენტი, როცა ეს თემა რეზონანსული გახდა. ამასთანავე თქვენ ყველაზე უკეთ მოგეხსენებათ, თუ როგორი სისტემური დანაშაულის ფაქტები არსებობს ნებისმიერ სფეროში, რისი საააშკარაოზე გამოტანაც აუცილებელია. რაღაც ნაწილი შესწავლილია, უმეტესი კი მოსაკვლევი და შესასწავლი, მოგიწოდებთ რომ მოვახდინოთ ძალების გაერთიანება, თავი მოვუყაროთ ხელისუფალთა დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველ დოკუმენტურ თუ ანალიტიკურ მასალას, სისტემაში მოვიყვანოთ და საჯარო გავხადოთ იგი, მომავალში კი მივცეთ მსვლელობა შესაბამის ადგილობრივ თუ საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტებში.