იდეა, მიზნები, ამოცანები, სტრუქტურა
იდეა
`საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის~ შექმნის იდეა დაბადა იმ გამოწვევებმა, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება. ამასთანავე საზოგადოების მოლოდინმა და მოთხოვნამ, რომ არსებობდეს მიუკერძოებელი, სამართლიანი, პარტიული ჩარჩოებისგან თავისუფალი საზოგადოებრივი ძალა, რომელიც სასიკეთო გავლენას მოახდენს ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
მიზანი
რეალური სრულფასოვანი, საკუთარ მოქალაქეებზე ორიენტირებული წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობა.
ამოცანები
”სამოქალაქო მოძრაობაში” ყველა იმ თანამემამულეთა გაერთიანება, რომლებიც თვლიან, რომ მხოლოდ პროცესებში აქტიური ჩართვით არის შესაძლებელი პოზიტიური გავლენის მოხდენა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.
სამოქალაქო მოძრაობამ უნდა მოიცვას ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველა სფერო, ყველა რეგიონი, ქალაქი, სოფელი. ანალიზი გაუკეთოს ახლო წარსულში თუ დღეს მიმდინარე პროცესებს, მოახდინოს შეფასება, დასახოს პერსპექტივა.
სამოქალაქო მოძრაობამ ჩვენს ფართო საზოგადოებას, საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა დაანახოს ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა;
სამოქალაქო მოძრაობამ ჩვენს მოქალაქეებს უნდა მიაწოდოს ის აუცილებელი ცოდნა, იმ ხარისხისა და მნიშვნელობის ინფორმაცია, რაც მათ მისცემთ სწორი დასკვნებისა თუ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას;
სამოქალაქო მოძრაობამ უნდა დაასრულოს პოლიტიკური ყოჩების ეპოქა, ერთობლივად უნდა მოვიფიქროთ და ავამოქმედოთ ხელისუფლების ფორმირების და მართვის, საზოგადოებრივი კონტროლის ისეთი სისტემა და მექანიზმები, რომ ერთი პიროვნების ახირებებზე აღარ იყოს დამოკიდებული ქვეყნის ბედი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ მხოლოდ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, სახელმწიფოებრივი აზროვნების, ეროვნული ცნობიერების მქონე პიროვნებები;
სამოქალაქო მოძრაობამ ჯანსაღი ოპონირება უნდა გაუწიოს ხელისუფლებას საკადრო პოლიტიკის, პრიორიტეტების განსაზღვრის, პროგრამებისა და პროექტების შემუშავება-რეალიზაციის საქმეში, თავად იყოს ამ პროცესების აქტიური მონაწილე, პარტნიორი;
სამოქალაქო მოძრაობა უნდა გახდეს ხელისუფლების ნებისმიერი შტოს, სტრუქტურის, რგოლის საქმიანობის ობიექტური, მიუკერძოებელი შემფასებელი და მაკონტროლებელი, რათა თავიდან ავიცილოთ სავალალო გადაცდომები.
პრინციპები
სამოქალაქო მოძრაობა თავის საქმიანობას წარმართავს გუნდური მუშაობის პრინციპით, მას არა ჰყავს ერთი ლიდერი, წინამძღოლი, ბელადი. აქ არ არიან ზემდგომები და ქვემდგომები, თითოეული წევრი წარმოადგენს მცირე ლოკომოტივს და ამ ლოკომოტივების ჰარმონიული, სისტემაში მოყვანილი გაწევა განაპირობებს მძლავრ მოძრაობას.
მოძრაობის წევრთა შორის დაუშვებელია შიდა კონფლიქტები, დაპირისპირებები, შუღლი. ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს შეთანხმებით, ურთიერთდათმობით და პატივისცემით.
მოძრაობის საქმიანობა წარიმართება საზოგადოებრივ საწყისებზე, ანუ არ გაგვაჩნია საშტატო განრიგი და სახელფასო დაფინანსება. ფინანსების მოზიდვა ხდება ცალკეული წევრების თუ კომისიების მიერ შემუშავებული პროექტების საშუალებით, რომელიც დონორ ორგანიზაციას წარედგინება სამოქალაქო მოძრაობის ან მისი პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის საშუალებით.
ისტორია
სამოქალაქო მოძრაობის ფართო მასშტაბით დაწყება მოხდა სპონტანურად 2011 წლის ოქტომბერში, როცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. ჩვენმა საზოგადოებამ ეს აღიქვა როგორც დიდი უსამართლობა და მყისიერად გამოეხმაურა ინიციატორთა განცხადებას ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ხელმოწერების პროცესმა ჭეშმარიტი სამოქალაქო მოძრაობის სახე მიიღო. საზოგადოებრივი დარბაზი ”ჯაზუ” იმ მომენტშიი იქცა ქვეყნის სამოქალაქო ცენტრად. ჩვენი მოქალაქეები სრულიად უანგაროდ იჩენდნენ ინიციატივას და უმოკლეს დროში მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა.
მას შემდეგ იყო სხვადასხვა სახის მცდელობები სამოქალაქო აქტივობის, მაგრამ მოძრაობამ ორგანიზებული და მიზანმიმართული სახე მიიღო წინასაარჩევნო პერიოდში დევიზით ”ჩვენ ვირჩევთ სიმართლეს”, გაკეთდა სპეციალური ვებ-გვერდი, დაიბეჭდა და გავრცელდა მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი, რეგულარულად ეწყობოდა პრესკონფერენციები, მრგვალი მაგიდები, სადაც გახმოვანდა ”ნაციონალური” ხელისუფლების მრავალი სისტემური დარღვევის ფაქტი. იმ მომენტში უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა საზოგადოებისათვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რაც მას შესაძლებლობას მისცემდა, რომ სწორი არჩევანი გაეკეთებინა.
სამოქალაქო მოძრაობის ასობით წარმომადგენელი დამკვირვებლის სტატუსით იმოფებოდა ოქტომბრის არჩევნებზე თბილისსა და რეგიონებში, რომლებმაც ობიექტური და პრინციპული პოზიციით არ მისცეს ყალბისმქმნელებს ჩანაფიქრის ასრულების შესაძლებლობა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სამოქალაქო მოძრაობის ამოცანებმა შესაბამისი კორექტირება განიცადა. ამჯერად მუშაობა წარიმართება იმ მიმართულებებით, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო ხელისუფლება ვერ სწვდება. მოძრაობა მზადაა ამოუდგეს მას მხარში, გადაინაწილოს როგორც ტვირთი, ისე პასუხისმგებლობა. ამასთანავე იგი ახალ ხელისუფლებას გაუწევს ჯანსაღ ოპონირებას პრინციპით: ”მოყვარეს პირში უძრახე...”, გააკონტროლებს მის ყოველ ნაბიჯს.
მოძრაობის სტატუსი
საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა ამ ეტაპზე წარმოადგენს არარეგისტრირებულ საზოგადოებრივ (არაკომერციულ) ორგანიზაციას. ჩვენ სრულიად შეგნებულად არ ვცდილობთ მის დარეგისტრირებას. ვმუშაობთ რა ღია კარის კარის პრინციპით, ნებისმიერმა ახალმა წევრმა თავი არ უნდა იგრძნოს ვიღაცეებთან მისულ სტუმრად, აქ ყველა ერთნაირი უფლებით სარგებლობს.
სტრუქტურა
სამოქალაქო მოძრაობის სტრუქტურა მაქსიმალურად დემოკრატიულია. იგი აგებულია თვითორგანიზებისა და თვითმმართველობის პრინციპზე ქვემოდან ზემოთ. დღეისათვის ფორმირებულია ექვსი მიმართულება:რეგიონული განვითარების, თბილისის განვითარების, დარგობრივ/თემატური, ანალიტიკური, საკლუბო, ფონდი. თითოეული მიმართულების ფარგლებში შექმნილია კომისიები/ქვეკომისიები. მოძრაობის წევრები თავიანთი ცოდნის, გამოცდილების, კვალიფიკაციისა და ინტერესების მიხედვით ერთვებიან კომისიების/ქვეკომისიების მუშაობაში, თავად ირჩევენ კომისიის/ქვეკომისიის თავმჯდომარეს. კომისიების თავმჯდომარეები ირჩევენ მიმართულების ხელმძღვანელს, დეპარტამენტის უფროსს, რომელიც ავტომატურად ხდება საკოორდინაციო საბჭოს წევრი. საკოორდინაციო საბჭო სამოქალაქო მოძრაობის უმაღლესი ორგანოა. ამ იერარქიაში რისიმე ხელმძღვანელად ყოფნა პრივილეგია კი არა დამატებითი დატვირთვა და გაორმაგებული შრომაა. თუ რომელიმე ხელმძღვანელი სამუშაოს თავს ვერ ართმევს, შესაბამისი რგოლის წევრები თავადვე იღებენ გადაწყვეტილებას მისი შეცვლის შესახებ.
დამატებითი კომენტარები სტრუქტურის შესახებ
სამოქალაქო მოძრაობის წევრობა
საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, აგრეთვე მოქალაქეობის არ მქონე ჩვენი თანამემამულე, ვისაც სურს თავისი უნარით, ცოდნით, გამოცდილებით და სხვა საშუალებებით გამოადგეს სამშობლოს, თავის ხალხს.
სამოქალაქო მოძრაობის წევრს შეუძლია გახდეს ნებისმიერი კომისიის თუ სხვა სტრუქტურის წევრი, თავად გამოვიდეს ახალი სტრუქტურის შექმნის ინიციატივით, მონაწილეობა მიიღოს მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და სხვა;
სამოქალაქო მოძრაობის თითოეული წევრი მის ფარგლებში საქმიანობს თავისი შესაძლებლობებისა და ნებაყოფლობით აღებული ვალდებულებების ფარგლებში. კვალიფიკაცია-გამოცდილების კვალობაზე ერთი პირი შესაძლებელია ერთდროულად იყოს რამდენიმე კომისიის/ქვეკომისიის წევრი.
საკოორდინაციო საბჭო
საკოორდინაციო საბჭოს დანიშნულებაა მოძრაობის ცალკეული რგოლების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა. საბჭო შედგება დეპარტამენტების ხელმძღვანელებისგან. კოორდინატორები არიან მოძრაობის წარმომადგენლები სახელისუფლებო თუ სხვა სტრუქტურებთან ურთიერთობაში.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იმართება მინიმუმ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს მისი წევრის ინიციატივით.
დეპარტამენტები
დეპარტამენტები წარმოადგენს ცალკეულ მიმართულებათა კომისიების ერთობლიობას (გაერთიანებას). დეპარტამენტი უზრუნველყოფს მასში შემავალი კომისიების კოორდინირებულ საქმიანობას. ხელს უწყობს ახალი კომისიების შექმნას. დეპარტამენტის უფროსი ირჩევა კომისიების თავმჯდომარეთა მიერ ერთი წლის ვადით. მისი ხელმეორედ არჩევა შეზღუდული არაა. დეპარტამენტის უფროსის ვადამდე გადარჩევა შესაძლებელია კომისიების თავმჯდომარეთა გადაწყვეტილებით ხმის უმრავლესობით.
ამჟამად ფორმირებულია შემდეგი დეპარტამენტები:
რეგიონული განვითარების დეპარტამენტი
თბილისის განვითარების დეპარტამენტი
დარგობრივი განვითარების დეპარტამენტი
ანალიტიკური დეპარტამენტი
კლუბების დეპარტამენტი
ფონდი
ამასთანავე ფორმირებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
კომისიები
სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში მიმდინარეობს საზოგადოებრივი კომისიების შექმნის პროცესი. ეს ხდება თვითორგანიზებით, შესაბამისი დარგის თუ თემატიკის სპეციალისტების ინიციატივით და მონაწილეობით.
რეგიონული განვითარების მიმართულებით მუშაობს შემდეგი კომისიები:
1. სახელმწიფოს განვითარების გეოსტრატეგიული რეგულირების კომისია
2. მდგრადი განვითარების კომისია (კონცეფცია, სტრატეგიული
გეგმა, პროგრამა)
3. სახელმწიფო მოწყობისა და მართვის კომისია
4. სასაზღვრო და ტრანსსასაზღვრო რეგულირების კომისია
5. მთიანი რეგიონების კომისია
6. სოფლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციის კომისია
ტერიტორიულ-ადმინისტრაციული კომისიები იქმნება რეგიონების, მუნიციპალიტეტების, სოფლების დონეზე. ისინი ამუშავებენ ლოკალური განვითარების პროგრამებს. მოძრაობა დაინტერესებულ პირებსა თუ ჯგუფებს ეხმარება მეთოდური მასალებით, რჩევებით.
ამ დეპარტამენტის ფარგლებშივე იქმნება სამოქალაქო მოძრაობის რეგიონული განყოფილებები.
თბილისის განვითარებისათვის
აქამდე დედაქალაქში ყველაფერი კეთდებოდა ცალკეულ ხელისუფალთა ახირებებით და აკვიატებებით, ამიტომ დგას დღეს დღის წესრიგში მთელი რიგი პროექტების შეჩერება, აშენებულის დანგრევა და ა.შ. თბილისის მერია ხანდახან ახდენდა საზოგადოების ჩართულობას, მაგრამ ეს ძირითადად ფორმალურ სახეს ატარებდა.
თბილისი ჩვენი ქალაქია, ჩვენი მომავალი თაობის დედაქალაქია და ჩვენგან არჩეულმა ქალაქის მესვეურებმა კეთილი უნდა ინებონ და ანგარიში გაუწიონ ჩვენს აზრს, ჩვენ უნდა გავხდეთ უშუალო მონაწილენი მისი აღმშენებლობის პროცესის დაგეგმარებიდან მოყოლებული.
კომისიების ამგვარი სტრუქტურირება განპირობებულია ჯერ ერთი იმით, რომ კონკრეტულ კომპაქტურ დასახლებასთან მიმართებაში ეფექტურია მუშაობა, მეორეც, არსებული მუნიციპალური სტრუქტურების ფარგლებში გაიოლებულია კომუნიკაცია.
მუნიციპალური კომისიები მუშაობენ შესაბამისი დასახლების სოციალური, ეკონომიკური, კულტურული განვითარების მიმართულებით.
წამოჭრილ პრობლემებს და წინადადებებს აყენებენ შესაბამის მუნიციპალიტეტებში, დედაქალაქის მმართველობაში, აკონტროლებენ ქალაქის ხელისუფლების საქმიანობას.
მოქალაქეთა ინიციატივების შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მცირე დასახლებების კომისიების შექმნაც.
თბილისის კომისიების საორიენტაციო ჩამონათვალი:
მთაწმინდის კომისია
ვაკის კომისია
ბაგების კომისია
საბურთალოს კომისია
ნუცუბიძის პლატოს კომისია
ავლაბრის კომისია
კრწანისის კომისია
ორთაჭალის კომისია
ნაძალადევის კომისია
დიდუბის კომისია
ჩუღურეთის კომისია
ლოტკინის კომისია
გლდანის კომისია
გლდანულას კომისია
თემქის რ-ის კომისია
სანზონის კომისია
ავჭალის კომისია
სამგორის კომისია
ისნის კომისია
ვარკეთილის კომისია
ვაზისუბნის კომისია
დიღმის მასივის კომისია
დიღმის (სოფ.) კომისია
ადგილობრივი ინიციატივების საფუძველზე შესაძლებელია უფრო წვრილი ტერიტორიული ერთეულების კომისიების შექმნა.
მუნიციპალური კომისიების თავმჯდომარეები ავტომატურად ხდებიან სამოქალაქო მოძრაობის თბილისის განვითარების კომისიის წევრები.
დარგობრივი განვითარებისათვის
დარგობრივი კომისიების შექმნის მიზანია ცალკეულ დარგებში არსებული ვითარების შესწავლა, ობიექტური, მიუკერძოებელი ანალიზი და მდგომარეობის გამოსწორების გზების შემუშავება. წინადადებების, პროგრამების, საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება-წარდგინება. ხელისუფლების საქმიანობის გაკონტროლება ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ რგოლში.
შესაბამის კომისიებში კონსულტაციები უტარდებათ დაინტერესებულ პირებს.
დარგობრივი კომისიების საორიენტაციო ჩამონათვალი:
აგრარული კომისია
ბიოაგრარული წარმოების ქვეკომისია
მევენახეობა-მეღვინეობის ქვეკომისია
მეხილეობა- მებოსტნეობის
მემარცვლეობის ქვეკომისია
მეცხოველეობის ქვეკომისია
მეთევზეობის ქვეკომისია
მეფუტკრეობის ქვეკომისია
ახალგაზრდობის
ბიზნესის ხელშეწყობის
განათლების კომისია
სკოლამდელი აღზრდის ქვეკომისია
სასკოლო განათლების ქვეკომისია
უმაღლესი განათლების ქვეკომისია
გარემოს დაცვის კომისია
ეკონომიკის
ემიგრაციისა და მიგრაციის
ენერგეტიკის
ინოვაციების
კულტურისა და ხელოვნების
მედიის
მეცნიერების
მშენებლობის
საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯვის კონტროლის
სამართლის
ადამიანის უფლებათა დაცვის
სასამართლო სისტემის
სოციალური დაცვის
სპორტის
ტურიზმის
ძეგლთა დაცვის
ჯანდაცვის
ანალიტიკური დეპარტამენტი
აქ თავს იყრის ინფორმაცია საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, კეთდება შესაბამისი ანალიზი, შეჯერება სხვადასხვა კომისიებში შემუშავებულ მოსაზრებებთან და მიწოდება როგორც ფართო საზოგადოების, ისე შესაბამისი უწყებებისათვის.
კეთდება სპეციალისტების მონაცემთა ბაზა.
მუშავდება ეროვნული უსაფრთხოების ცალკეული საკითხები და შესაბამისი რეკომენდაციები.
ეროვნული უსაფრთხოების კომისია
დემოგრაფიის ქვეკომისია
ბუნებრივი რესურსების მართვის ქვეკომისია
თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომისია
სასურსათო უსაფრთხოების და უვნებლობის ქვეკომისია
სახელმწიფო ენის/დედა ენის ქვეკომისია
საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომისია
საკადრო საკითხების კომისია
კლუბების დეპარტამენტი
სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში კლუბების ფორმირება ხდება მოქალაქეთა და არსებული სტრუქტურების ინიციატივით. წახალისდება ნებისმიერი მიმართულება, რომელიც სარგებლობას მოუტანს ქვეყანას, საზოგადოებას, ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღის მიღწევას, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას.
უკვე მუშაობს ან ფორმირების პროცესშია:
ჯანსაღი ცხოვრების კლუბი www.edemi.org,
ახალი ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს საყოველთაო დაზღვევა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა.
ჯანსაღი ცხოვრების კლუბის მიზანს წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოქალაქეთათვის იმ ცოდნის მიცემა, რითაც შეძლებენ თვითგაჯანსაღება ალტერნატიული საშუალებებით.
კლუბის დევიზია `ცხოვრება წამლების გარეშე~.
კლუბთან იქმნება სხვადასხვა მიმართულებების ალტერნატიული გამაჯანსაღებელი ჯგუფები (იოგა, აიურვედა), დაწყებულია მუშაობა ქართული ტრადიციული და აღმოსავლურ-დასავლური მეთოდებისა და საშუალებების სინთეზით საკუთარი უნივერსალური გამაჯანსაღებელი მეთოდის შემუშავება და შესაბამისი სკოლის ფორმირება. წწწ.ედემი.ორგ - ამ ვებ-გვერდზე თავმოყრილია თუმცა მცირე, მაგრამ საინტერესო ინფორმაცია, რომელიც გზადადზა შეივსება, უფრო შინაარსიანი და მრავალფეროვანი გახდება.
ლიტერატურული სალონი
საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის ლიტერატურულ სალონში რეგულარულად ეწყობა შემოქმედებითი საღამოები პოეტების, მწერლების, ფოლკლორისტების და სხვა. სალონის მიზანია ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბება, ეროვნულ-პატრიოტული ცნობიერების გაღვივება და სხვა.
ლიტერატურული სალონი იკრიბება სამების კომპლექსის დარბაზში ყოველ პარასკევს, საღამოს ? საათზე. დასწრება თავისუფალია.
ვრცლად
ახალგაზრდული ტურიზმის კლუბი
ახალგაზრდა თაობის სიჯანსაღე, მათი ზრუნვა გარემოზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე, აზროვნების ჰორიზონტის გაფართოება არის ახალგაზრდული ტურისტული კლუბის მიზანი. ამ მიმართულებას უნდა მიეცეს ფართო სახე და მოიცვას ყველა სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი.
კლუბში მიმდინარეობს მეთოდური მასალების მომზადება, დაბეჭდვა და გავრცელება. ტურისტული მარშრუტების შემუშავება.
პერიოდულად მოეწყობა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შეკრებები, ფესტივალები, კონკურსები და სხვა.
ახალგაზრდული ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა მოზარდების ქუჩისგან მოსაწყვეტად.
საგვარეულოთა კლუბი
საგვარეულოთა კლუბში ერთიანდებიან რეგისტრირებული საგვარეულობები, რომელთაც სურთ თავისი წვლილის შეტანა საზოგადო და საქვეყნო საქმეში.
პარტნიორთა კლუბი
პარტნიორთა კლუბში ერთიანდებიან მოძრაობის პარტნიორი საზოგადოებრივი და ბიზნეს ორგანიზაციები, საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებები და სხვა, რომლებიც რაიმე ფორმით მხარში ამოუდგებიან მას, მონაწილეობენ მოძრაობის საქმიანობაში.
- ბიზნეს ორგანიზაციების პარტნიორობაში იგულისხმება ფინანსური მხარდაჭერა, აგრეთვე მათ ხელთ არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით სარგებლობის შესაძლებლობა და სხვა;
- სათვისტომოები მოიაზრებიან როგორც მატერიალურ-ფინანსურ მხარდამჭერებად, ისე ემიგრაციის საკითხებზე მომუშავე კომისიის მუშაობის მონაწილეებად. ამასთანავე, თავად მოძრაობა მხარში ამოუდგება სათვისტომოებს, ჩვენს ემიგრანტებს საჭიროების კვალობაზე;
- მედია საშუალებების პარტნიორობა გულისხმობს მათ მიერ სათანადო სივრცის დათმობას სამოქალაქო მოძრაობის საქმიანობის ამსახველი მასალების ფართო საზოგადოებამდე მისატანად. სამოქალაქო მოძრაობის მხრიდან მედიის თანადგომა მათ წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის საქმეში;
- საერთაშორისო ორგანიზაციები მოძრაობის საქმიანობის შესახებ გაიტანენ ინფორმაციას საერთაშორისო არენაზე, მონაწილეობას მიიღებენ მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
- ფონდები, რომლებიც გამოყოფენ გრანტებს სამოქალაქო მოძრაობის მიერ წარდგენილი პროექტების შესაბამისად.
ფონდი
საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის ფონდი შეიქმნა `მოძრაობის~ მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციაში ფინანსური მხარდაჭერის მიზნით. ფონდის სახსრების ფორმირება ხდება მოქალაქეთა, ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა შემოწირულობებით, გრანტებით.
ნებისმიერი, ყველაზე საუკეთესო იდეა, პროექტი განუხორციელებელი რჩება, თუ მას შესაბამისი ფინანსირება არ გააჩნია. ჩვენს თანამემამულეებს, ვისაც შესაძლებლობა აქვთ, ვთხოვთ სრულად გააცნობიერონ, რომ `სამოქალაქო მოძრაობის~ მნიშვნელობა განუზომელია ჩვენი ქვეყნის წარმატებული ხვალინდელი დღის დადგომის საქმეში და ამოუდგნენ მას მხარში.
ფონდის მიერ მობილიზებული სახსრების მიზნობრივ ხარჯვას აკონტროლებს სარევიზიო კომისია, ამასთანავე მზად ვართ გავიზიაროთ შემოთავაზებული კონტროლის ნებისმიერი მექანიზმი. ფონდის მუშაობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და საჯარო.
ასევე მოხარული ვიქნებით ინტელექტუალური მხარდაჭერით, მაგ. პროგრამირება, ვებ-გვერდის გაკეთება და სხვა.
ყველა შემომწირველის, მხარდამჭერის ღვაწლი წარმოჩინდება დამსახურებულად, თუ მას თავად ამის საწინააღმდეგო არაფერი ექნება
დროებითი კომისიები
კონკრეტული, რიგგარეშე წამოჭრილი საკითხების შესწავლა-დამუშავების მიზნით შეიძლება შეიქმნას დროებითი კომისიები.