კითხვა-პასუხი
- ვის მიერ არის დადგენილი „მოძრაობის“ პრინციპები, კომისიებში მუშაობის პირობები და სხვა?
დებულება, ყველა პირობა შემუშავებულია და მიღებულია საინიციატივო ჯგუფის მიერ კონსესუსის საფუძველზე. „მოძრაობა“ დინამიური სტრუქტურაა და პირობებში ცვლილებები, შევსება, გაფართოება, გადაწყვეტილებების მიღება ხდება მის წევრთა ინიციატივითა და ხმათა უმრავლესობით. მოძრაობის დებულების შემუშავება, სტრუქტურის საბოლოო ფორმირება მოხდება მას შემდეგ, რაც სამოქალაქო მოძრაობა გარკვეულ მასშტაბებს მიიღებს და ფართო განსჯის შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება.
- შეიძლება თუ არა, რომ „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრი გახდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი?
„სამოქალაქო მოძრაობა“ ზეპარტიული, გამაერთიანებელი საზოგადოებრივი მოძრაობაა, ამიტომ პოლიტიკური პარტიების წევრებს არ ეზღუდებათ მის მუშაობაში მონაწილეობა, ისინი უპირველეს ყოვლისა მოქალაქეები, საზოგადოების წევრები არიან და მერე პოლიტიკოსები. მთავარია ისინი იზიარებდნენ „მოძრაობის“ პრინციპებს, ამასთანავე მათ უფლება არა აქვთ სამოქალაქო მოძრაობის ტრიბუნა გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ორგანიზაციის რეკლამირების ან სხვა მიზნით.
ამასთანავე, სამოქალაქო მოძრაობა აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოების გაცნობიერების საქმეში, რათა ჩვენს მოქალაქეებს გაეკეთებინათ სწორი არჩევანი, ანუ ჩვენ შეძლებისდაგვარად საზოგადოებას დავანახეთ „ნაციონალური" ხელისუფლების რეალური სახე. ამგვარი დამოკიდებულება გულისხმობს, რომ ნაციონალური მოძრაობის სახეებს ჩვენს სამოქალაქო მოძრაობაში ადგილი არა აქვთ.