გვერდი მომზადების პროცესშია!
მთავარი
სამოქალაქო მოძრაობის სპეციალური ბლოგი, სადაც შეძლებისდაგვარად თავმოყრილია ინფორმაცია თემის ირგვლივ - იყიდება საქართველო, გთხოვთ აქტიურ გამოხმაურებას და თანამშრომლობას. შესვლა=====================საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის მიმართვა ოპოზიციურ პრეზიდენტს და ”ნაციონალურ” ოპოზიციას
უკანასკნელ დროს სულ უფრო ხშირად გაისმის თქვენი მხრიდან მუქარა, ყვედრება, წამოძახება, რომ თითქოს ახალი ხელისუფლება თქვენს აშენებულ ქვეყანას ანგრევს, დემოკრატიას შლის. როგორც ჩანს, გგონიათ რომ ჩვენს საზოგადოებას ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს და უკვე დაავიწყდა თქვენი მმართველობის შედეგები, ან იქნებ თვითონ დაგავიწყდათ? მაშინ ჩვენ შეგახსენებთ: საკონსტიტუციო გადატრიალების გზით თქვენ მოახდინეთ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებათა უზურპაცია, რითაც ერთი პირის ხელში მოექცა უზარმაზარი ძალაუფლება და იგი გახდა ერთპიროვნული მმართველი. კონსტიტუცია იქცა ფარატინა ქაღალდად, თქვენს მიერ მიღებული კანონების უმრავლესობა ცივილიზებული ქვეყნების არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება. თქვენ დაივიწყეთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5, პუნქტი ორის ძალით: “საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროარის ხალხი” და რომ თქვენ იყავით ხალხის მიერ დროებით დაქირავებულნი, რათა ხალხისათვის გემსახურათ და მის წინაშე იყავით ანგარიშვალდებულნი. თქვენ ქვეყნის ბიუჯეტი აქციეთ საკუთარ ჯიბის ფულად. ასეულობით მილიონი ყოვლად უაზრო პროექტებში გაფლანგეთ, გართობებს, პირადი ინტერესებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მოახმარეთ, გარიგებები ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ხალხისგან დაფარულად დასდეთ და უმეტესად ეს ყველაფერი კეთდებოდა გრიფით `საიდუმლო~; საქართველოს მიწა-წყალი, ბუნება, წიაღისეული, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვა სტრატეგიული ობიექტები თქვენ საკუთრებად ჩათვალეთ, უშუალო მიითვისეთ, ნაწილი მიითვისეთ ხოლო ნაწილი გადამთიელებზე მათ შორის თქვენს მიერვე მტრად გამოცხადებულზე გაყიდეთ, წინაპრების მიერ სისხლითა და ოფლით შენარჩუნებული ეროვნული და საკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლები ხელყავით, თქვენ “წარმატებით” ჩაატარეთ ქვეყნის დაშლის, ტერიტორიების გასხვისების ღონისძიებები, რითაც აშკარა საშიშროების წინაშე დააყენეთ ეროვნული სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის უსაფრთხოება; თქვენ ომი გამოუცხადეთ ყველაფერ ეროვნულს, ქართულ სახელმწიფოებრიობას, ეროვნულ ცნობიერებას, დედა ენას, დედა ბუნებას, დედა ეკლესიას, მეცნიერებასა და განათლებას. თქვენ ჭრიდით იმ ფესვებს, რითაც ათასწლეულები ქართველი ერი საზრდოობდა, რითაც საქართველოში დაამყარეთ უნიჭობის, უვიცობის, არაკომპეტენტურობის ზეობის ხანა; პერიოდულად, უფრო კი წინასაარჩევნოდ გვთავაზობდით 50 დღიან, 50 თვიან, ათ პუნქტიან, `სიღარიბის დაძლევის~ და სხვა ეგრეთ წოდებულ პროგრამებს, რომლებიც სინამდვილეში მხოლოდ ცარიელი ლოზუნგები იყო, მათგან არცერთი არ შეგისრულებიათ; თქვენ მიზანმიმართულად ახორციელებდით მოქალაქეთა დაშინების, დამონების პოლიტიკას, რათა მუდმივად თქვენი მოწყალების მოლოდინში ყოფილიყვნენ. თქვენ არ გაინტერესებდათ, თუ როგორ არსებობენ პენსიონერები, როცა პენსია რეალურ საარსებო მინიმუმზე სამ-ოთხჯერ ნაკლები იყო, ან საერთოდ როგორ ცოცხლობდნენ და არსებობდნენ უპენსიო და უმუშევარი ადამიანები; საქართველოს მოსახლეობა სოციალურად ისე გააღატაკეთ, რომ მილიონზე მეტი მოქალაქე აიძულეთ სამშობლო დაეტოვებინა, სამაგიეროდ ხელი შეუწყეთ სხვა ქვეყნებიდან უცხოთა ჩამოასახლება-დამკვიდრებას, რითაც დემოგრაფიული კრიზისი შექმენით; თქვენი ცხრაწლიანი “მოღვაწეობა” მიმართული იყო ქართული სოფლის განადგურებისაკენ. სოფელს წაართვით სტატუსი, თვითმმართველობა, მიწა, ბუნებრივი რესურსები. არნახულ სიღატაკემდე მიიყვანეთ პირველადი მწარმოებელი, რომელიც ოდითგან ქვეყნის ბურჯს წარმოადგენდა; ქვეყანაში არსებობდა მხოლოდ თქვენი ან თქვენთან რაღაც ფორმით დაკავშირებული მონოპოლიური ბიზნესები, მათ შორის სხვათაგან წართმეული. ააყვავეთ ელიტური კორუფცია. თქვენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ჩიხში შეიყვანეთ; თქვენი აღმშენებლობა ერთის მხრივ ფასადური, მოჩვენებითი იყო, მეორეს მხრივ კაბალური, ვინაიდან ბევრი რამ, მათ შორის ყოვლად უპერსპექტივო პროექტები ვალებით კეთდებოდა, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელია და ჩვენთვის არასოდეს გიკითხავთ, გვსურდა თუ არა ამ ვალების აღება ქვეყნისთვის არაპროგრესული მიმართულებით გასაფლანგავად; თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით საქართველოს გამთლიანების დაპირებით და ავანტიურისტული ქმედებებით ეს საქმე უვადო პერსპექტივაში გადაისროლეთ. 2008 წლის აგვისტოს ომი იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ომი საქართველოს ისტორიაში, რის შედეგადაც ათასობით გაიზარდა დევნილთა რიცხვი, განადგურდა ასზე მეტი სოფელი, ქვეყანას ჩამოეჭრა ტერიტორიის 20%. თავმოყვარე ხელისუფალი, ამის შემდეგ მინიმუმ უნდა გადამდგარიყო, უნდა გადამდგარიყო თუნდაც ერთი კადრის გამო, რომელმაც მსოფლიო მოიარა, თუ როგორ ფორთხავდა მიწაზე შეშინებული მთავარსარდალი. სანაცვლოდ, მაშინ, როცა დაღუპული ჯარისკაცების გვამები ყვავ-ყორნების საჯიჯგნად უპატრონოდ ეყარა, თქვენ ”გამარჯვების” ტაშ-ფანდური მოაწყვეთ; თქვენ ომის ვეტერანები ღვთის ანაბარა მიატოვეთ, ხოლო როცა მათ თავიანთ სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვა სცადეს, დაარბიეთ; თქვენ ჩვენი საზოგადოება დაყავით ორ კატეგორიად, თქვენიანებად და მტრებად. “მტრებად” კი მოიაზრებოდა ხალხი, რომელსაც გააჩნდა თქვენგან განსხვავებული აზრი, რეალურად აფასებდა არსებულ ვითარებას და სურდა ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები. ამ ნიშნით ღიად გამოუცხადეთ ომი საკუთარ მოქალაქეებს, ამ ომში კი იყენებდით ყველა უკანონო და სასტიკ საშუალებას. თქვენს მიერ დაქცეული უდანაშაულო ახალგაზრდების სისხლი ჯერ კიდევ არ შეშრობია მიწას და სამართალს მოითხოვს; ყოველივე ამის შემდეგ თავხედობა გყოფნით და ქვეყნის სათავეში ისევ მოსვლას ცდილობთ, უფრო მეტიც, იმუქრებით კიდეც. თქვენ ღრმად ცდებით ბატონებო: ჩვენი მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ 1 ოქტომბერს უარი გითხრათ, რითაც საბოლოო განაჩენი გამოგიტანათ. ხოლო თქვენი ამგვარი აქტივობა თქვენს საბოლოო პოლიტიკურ დასამარებას მხოლოდ აჩქარებს და ამას თავად საზოგადოება გააკეთებს. 2012 წლის 24 დეკემბერი ====================================== ძვირფასო თანამემამულენო,
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო იქცა სცენად, სადაც დაიდგა არაერთი ტრაგიკული დრამა და ეს ხდებოდა ჩვენივე ოვაციებით, შეძახილებით, წაქეზებით, მხარდაჭერით, გულგრილობით, დუმილით, პროცესების თვითდინებაზე მიშვებით. დღეს კი ამის სავალალო შედეგს ვიმკით და კიდევ დიდხანს მოიმკიან ჩვენი შთამომავლები. ამიტომ დღევანდელ ყოფაში ჩავარდნისათვის ნუ ვემდურით მარტო უხეირო ხელისუფლებებს, ოპოზიციას თუ მტრულად განწყობილ ქვეყნებს. ამის მიზეზები, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში ვეძიოთ. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ისევ იმის მოლოდინშია, რომ მოვა უკეთესი ხელისუფლება და მოუტანს ბედნიერ ცხოვრებას, აუსრულებს ოცნებებს. დროა გავაცნობიეროთ, რომ კარგი ხელისუფლება თავისით არასოდეს არ მოვა, იგი ჩვენ უნდა შევქმნათ, საქართველოს მოქალაქეებმა. ჩვენ უნდა გადავინაწილოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა საქვეყნო საქმეში, გვერდშიც ამოვუდგეთ და ჩვენვე გავაკონტროლოთ ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლება, რათა იგი დავაზღვიოთ იმგვარი გადაცდომებისა თუ დანაშაულებრივი ქმედებებისაგან, რისი მოწმენიც ვიყავით უახლოეს წარსულში. ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამშობლო, ღირსება, ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესები, სამართლიანობა, ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი, ახლა აქტიური მოქმედების დროა, ახლა სამოქალაქო მოძრაობის დროა!... 2012 წლის 5 ოქტომბერი |