სიახლენი
სიახლეები იხილეთ სამოქალაქო მოძრაობის ფეისბუქის გვერდზე: http://www.facebook.com/profile.php?id=100004161848900&ref=tn_tnmn
|
საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა 2013 წლის 1 თებერვალს, პარასკევს 12 საათზე აწყობს მოძრაობის წევრთა გაფართოებულ შეხვედრას.
დღის წესრიგი: 1. თავმოყრა იმ ინტელექტუალური აქტივების (ამა თუ იმ დარგის განვითარების ხედვა, კონცეფცია, პროგრამები, პროექტები) თავმოყრა, რაზეც უკვე ნამუშევარი აქვთ ან მუშაობენ მოძრაობის წევრები, ცალკეული თემების პრეზენტაცია; 2. დროებითი კომისიების შექმნა აქტუალურ საკითხებთან და პრობლემებთან დაკავშირებით; 3. სამოქალაქო მოძრაობის მედია ჯგუფის ფორმირება; 4. მიმდინარე საკითხები შენიშვნა: მონაწილეებს გთხოვთ თქვენი ბეჭდური პროდუქცია ხელზე მოიტანოთ, ელექტრონული ვერსიები წარმოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე, თუ პრეზენტაციის მოწყობა გსურთ ეკრანზე, წინასწარ დაგვიკავშირდით. კონკრეტული თემატური პრეზენტაციებისათვის გამოყოფილი დრო 5 წუთია. შეხვედრა გაიმართება ზურა ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ ”ჯაზუში” (იონა ვაკელის 18ა), ტელ.: 238 12 62, ელ.ფოსტა: [email protected], ვებ-გვერდი: www.samoqalaqo.org, |
26.01.2013
დღეს შედგა მუშა შეხვედრა სამოქალაქო მოძრაობის საადგილმამულო კომისიასა და პარლამენტის აგროკომიტეტის წარმომადგენელს შორის სამოქალაქო მოძრაობის მიერ პარლამენტში შესული ინიციატივის, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით. ძირითად საკითხებში მოხდა აზრთა თანხვედრა-ერთმნიშვნელოვნად უნდა აიკრძალოს უცხოელებზე მიწის გაყიდვა, დასაზუსტებელია ცალკეული დეტალები, მათ შორის თუ როგორ მოვუაროთ უკვე გაყიდულ მიწებს, რა პირობები წავუყენოთ იურიდიულ პირებს და სხვა. ამ საკითხებზე ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია და შევეცდებით გატანას. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში მისაღებად გავა თებერვლის თვეში. ამ თემებზე სამსჯელოდ ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას. |
24 იანვარს ეროვნული ბიბლიოთეკის სხდომათა დარბაზში გაიმართა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელთა შეხვედრა პარლამენტარებთან. სამოქალაქო მოძრაობამ დააფიქსირა თავისი პოზიცია ხელისუფლებასთან მიმართებაში, საზოგადოებას გააცნო მიმდინარე საქმიანობადა სამომავლო გეგმები (შალვა გივიშვილი, კობა არაბული). შეხვედრის ვრცელ მიმოხილვას ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ამასთანავე შეხვედრის მონაწილეებს ვთხოვთ თავიანთი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები გაგვიზიარონ.
(11 ფოტო ფეისბუქის გვერდზე) |
2012 წლის 23 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში შედგა მთის კანონის შემმუშაველი კომისიის გაფართოებული სხომა. კომისიის წევრებს გარდა სხდომაში მონაწილეობდნენ პარლამენტის რეგიონული განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი და მისი მოადგილე გია ჟორჟოლიანი, სამოქალაქო მოძრაობის წევრები და სხვა სპეციალიასტები. განხილულ იქნა მთის კანონის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, მთის სოფლების პრობლემები და პრაქტიკული ღონისძიებების ორიენტირები.
|
2013 წლის 16 იანვარს სამოქალაქო მოძრაობის ოფისში შედგა მრგვალი მაგიდის სხდომა სასოფლო-სამეურნეო მიწების პრობლემებთან დაკავშირებით. მომზადდა წერილი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის სახელზე. ამ თემაზე მსჯელობა გაგრძელდა სტუდია ობიექტივის საღამოს გადაცემაში http://www.obieqtivi.net/sqvideo.php?sqvid=10654
|
ძვირფასო მეგობრებო!
ხუთშაბათს, 10 იანვარს 12:00 სთ-ზე ზურა ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ ”ჯაზუში” (მის: იოანა ვაკელის 18ა, რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდითი შესასვლელის პირდაპირ) შედგება სოფლის მეურნეობის დარგობრივი კომისიის გაფართოებული შეხვედრა სამოქალაქო მოძრაობის წევრებთან თემაზე "სასოფლო და სამომხმარებლო კოოპერაცია დღეს" 1. არსებული ვითარება 2. დღევანდელი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები 3. უახლოესი მომავლის გეგმები, სტრუქტურულ ინსტიტუციონალური რეფორმა, დარგობრივი და დარგთაშორისი კავშირების სრულყოფა, საფინანსო პოლიტიკის პრაგმატული ხედვები და მათი განხორციელება. გთხოვთ მობრძანდეთ. |
საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა ინტენსიურად მუშაობს საადგილმამულო ფონდის შექმნის თემაზე. ამ ინსტიტუტმა უნდა გადაჭრას არა მარტო უცხოელებთან მიმართებაში, არამედ ის შიდა პრობლემებიც, რომლებიც წარმოშვა ყოვლად გაუაზრებელმა სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმამ, მისმა ფრაგმენტაციამ (დაქუცმაცებამ), დატაცება-მითვისებამ ნომენკლატურული პირების მიერ და სხვა. შესწავლილია მსოფლიო გამოცდილება, ევროკავშირის რეგულაციები და მუშავდება საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მთელი პაკეტი, რომელთა მიღებითაც უმტკივნეულოდ შეიძლება მოგვარდეს დღეს სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებული პრობლემები. ყველა დაინტერესებულ პირს, ორგანიზაციას ვთხოვთ აქტიურად ჩაერთონ სამუშაო პროცესში, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური დოკუმენტები და შევთავაზოთ ხელისუფლებას განსახორციელებლად.
უახლოეს ხანში ამ თემასთან დაკავშირებით ვგეგმავთ მრგვალი მაგიდის მოწყობას.. |
2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მოხდა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელთა შეხვედრა პარლამენტარებთან და განხილვა აქტუალური საკითხების. კერძოდ: სასოფლო სამეურნეო მიწების პრივატიზების, იგივე კატეგორიების მიწებზე საგადასახდო დავალიანების, გარემოს დაცვის და სხვა საკითხებზე...
|
2012 წლის 5 დეკემბერს, 18 საათზე საზოგადოებრივ დარბაზ „ჯაზუში“ სამოქალაქო მოძრაობა მართავს მრგვალ მაგიდას მთიანი სოფლების განვითარებასთან დაკავშირებით. მონაწილეობენ მთიანი რეგიონების საგვარეულოთა წარმომადგენლები. დასწრება თავისუფალია.
|
2012 წლის 4 დეკემბერს, 15 საათზე საზოგადოებრივ დარბაზ „ჯაზუში“ სამოქალაქო მოძრაობა მართავს ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციის პროექტის განხილვას. სპეციალისტებს ვთხოვთ მონაწილეობის მიღებას.
|
2012 წლის 3 დეკემბერს, 18 საათზე საზოგადოებრივ დარბაზ „ჯაზუში“ სამოქალაქო მოძრაობა მართავს შეხვედრას რეგიონული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს პოლონელი ექსპერტი. დასწრება თავისუფალია.
|
2012 წლის 28 ნოემბერს, ოთხშაბათს, დღის 12 საათზე საზოგადოებრივ დარბაზ „ჯაზუში“ სამოქალაქო მოძრაობის ინიციატივით გაიმართება დისკუსია აგრარული სფეროს სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებული პრობლემების ირგვლივ. დასწრება თავისუფალია.
მისამართი: იოანა ვაკელის ქ.N18ა (რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდითი შესასვლელის პირდაპირ) |